Сообщения

მეცხრე დღის რეფლექსია

                 მე ვფიქრობ, ჩვენი ტრენინგი ჯერ არ უნდა დამთავრებულიყო  ))))       იმიტომ, რომ ძალიან  საინტერესო  დღეები  იყო.  ბევრ  სიახლეს გავეცანი  და      ვისწავლე  ქალბატონ  ნინოს  წყალობით.  დიდი  მადლობა  მას  ამისთვის.      მადლობა  საინტერესო  დღეებისთვის,  თბილი ურთიერთობისთვის,   "გაძლებისთვის".  ეს  იყო  ტრენინგი  სწავლებისთვის  და  არა  დროის  გაყვანისთვის,      ტრენინგი,  როდესაც  ინტერესით  ელოდები  მომდევნო  მეცადინეობას.            კიდევ  ერთხელ  დიდი  მადლობა  ქალბატონ  ნინოს.    

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გახსენით ბმული

მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი

ვიდეო - ემუქრება თუ არა კავკასიონის მყინვარებს გაქრობა

Изображение

მერვე დღის რეფლექსია

                     მე ვფიქრობ  ყოველი  დღე  უფრო  ნაყოფიერია ჩემთვის. დღეს  შევქმენით   კითხვარი  გამოკითხვისთვის, მისი  გაფორმება, გაგზავნა  კონკრეტულ მისამართზე, ბლოგზე,  გამოქვეყნება. როგორ ავტვირთოთ ბლოგზე ვიდეო და სლაიდ-შოუ. ჩემთვის  ტრენინგი  საინტერესოდ მიმდინარეობს. ბევრი ახალი საკითხი ვისწავლე,  ყველაფერი  ქ-ნ  ნინოს დამსახუებაა. გმადლობთ.

პროექტის კითხვარი

კითხვარის სანახავად გადადით ბმულზე

მეშვიდე დღის რეფლექსია

                    დღეს  ვისწავლე  როგორ  გავითვალისწინო სასწავლო  პროცეში და  კერძოდ, პროექტზე მუშაობისას,სხვადასხვა ინელექტის  მქონე მოსწავლეების  ინტერესები. ვისწავლე  შაბლონის  შექმნა, რომლითაც  დავეხმარები  მოსწავლეებს პროექტის განხორციელებაში.  კიდევ  ბევრ სიახლეებს  გავეცანი.